Digest Logo

„დაღლილი ვარ და ვხედავ პატრული ამეკიდა, „ჰონდა გააჩერე, ჰონდა“... ვაჰ მეთქი რა მივქარე ასეთი“ - ამბავი, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო

1639134796
ჰონდა

სოფიო ლავადნაიამ უკვე ერთი კვირაა საკუთარი ავტომობილი საახალწლო განწყობის შესაქმნელად მორთო და თბილისის ქუჩებში ასე გადაადგილდება. სოციალურ ქსელში  ამ სახალისო ამბავმა საზოგადოების ყურადღება მალევე მიიპყრო. მას შემდეგ სოფიოს თავგადასავლები არ აკლია, მათ შორის იყო ამბავიც, რომელზეც ახლა გიამბობთ.👇

„წუხელ სამსახურიდან ვბრუნდები, ძლივს საშინელ საცობს გამოვცდი, ცოტა შეთხელდნენ მანქანები, თან ძალიან მეძინება, თან რაღაცნაირად დაღლილი ვარ და ვხედავ პატრული ამეკიდა, „ჰონდა გააჩერე, ჰონდა!“.

აუ, მეთქი ესენიღა მაკლდნენ...

გავაჩერე, გადმოდის პატრული, მეუბნება, რომ მივცე მართვის მოწმობა, ვხედავ გადმოდის მეორეც, ვაჰ მეთქი რა მივქარე ასეთი... დახედა მოწმობას, მიწვდის ორ ცალ მანდარინს და მეუბნება, "ქალბატონო სოფიო, ამოსვით ეგ თოვლის ბაბუა საბარგულიდან, საჩუქრებს ველოდებით!" ძალიან გამახალისეს, მეორე მეკითხება, ნებით გიზის საბარგულში თუ ძალა იხმარეო.

მოკლედ ბევრი ვიცინეთ, მანდარინიც მაჭამეს და გამომიშვეს.

ძალიან გამიხალისეს საღამო“, - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

ფოტო: Sophie graf

ასევე დაგაინტერესებთ👇

ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს ფული უნდა დაუმალოთ

ვარდების თაიგული და ჩახუტებული ფოტოები - არიან თუ არა ერთად დათუნა სირბილაძე და ანა ქურთუბაძე

„ომიკრონი“ სავარაუდოდ, უკვე საქართველოშია“ - გიორგი ფხაკაძე

„დღეიდან ვიწყებ უვადო შიმშილობას... მოთხოვნა: მიხეილ სააკაშვილის დასჯა, კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური სიმკაცრით“ - მანჩო იოსელიანი