Digest Logo

„ჩვენ არ გვაქვს Dior-ის მაღაზია... გაჭირვებულები ვართ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ღირსება! შენი ერის და შენი ქვეყნის მოღალატე ჯალათი ხარ!“ - ეკო ფანგანი თინა კანდელაკს დაუპირისპირდა

1645882087
ეკო ფანგანი და თინა კანდელაკი

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი თავის კოლეგას, რუსეთში მოღვაწე თინა კანდელაკს დაუპირისპირდა. რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობის დროს კანდელაკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას ფანგანმა სატანისთვის სულის მიყიდვას შეადარა და მას ლაჩარი უწოდა.

„Тина Канделаки შენ ქართველი არ ხარ?!!! ჩვენც მოვიგონეთ ყველაფერი, როგორც აგვაოხრა 2008 წელს??!! რამდენი ადამიანი დაგვიხოცა შენმა ლიდერმა, 20 პროცენტი ჩვენი ტერიტორიების რომ წაგვართვა, მიითვისა, არ იცი?! თუ იცი და გსიამოვნებს ლამის გორთან რომ გაჭიმა საზღვარი?!! შენ ხომ დაიბადე და ხომ ცხოვრობდი საქართველოში, ხომ მუშაობდი აქ, მაშინ ხალხსაც უყვარდი! ახლა რუსეთში მუშაობ, ოჯახი გყავს, ოკ. შენი საქმეა, მაგრამ როგორ ბედავ ამ პოსტის დაწერას?! ეს არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის დამცირება და შეურაცხყოფაა, ეს არა მხოლოდ შენი სამშობლოს ღალატია, არამედ სულის გაყიდვაა სატანისთვის!!! ქართული კარგად იცი და წაიკითხე ქართულად ყველაფერი და იცოდე, რომ შენი ერის და შენი ქვეყნის მოღალატე ჯალათი ხარ! არც ერთი ნორმალური ქართველი არ გაპატიებს შენს ბინძურ, სამარცხვინო პოზიციას! ვიცი, დიდად არ გადარდებს ჩვენი აზრი, რადგან ჩვენ არ გვაქვს Tatler -ის გამოცემა და Dior-ის მაღაზია საქართველოში (შენივე სიტყვები), რადგან ასეთი „გააჭირვებულები“ ვართ აქ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ღირსება და ჩვენ გვაქვს სამშობლო შენნაირი სულგაყიდული ლაჩრებისგან განსხვავებით, რომელსაც არც ერთი არ გააჩნია!!!!!

#славаукраїні #славагероям #glorytoukraine Georgia stands by You, Ukraine!!! I am from Georgia!!! And 20 % of my country is occupied by Russia!!  #stoprussianaggression #stopputin“ - წერს ეკო ფანგანი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ფეისბუკმა რუსეთს შეზღუდვები დაუწესა

მაინც რა შევცოდეთ ამისთანა - გურამ შეროზია

მიხეილ ცაგარელის დღის რჩევა

მას მეტსახელად კიევის მოჩვენება შეარქვეს