Digest Logo

„ჩემთვის ის სისხლიანი დღე ოთარ ღვინიაშვილის ცხედრის ფანჯრისკენ ნახევრადმობრუნებულ ნაცრისფერ სახეზე შეყინული ღიმილია...“ - ექიმი საგარეჯოს ტრაგედიაზე

1674590948
ექიმი საგარეჯოს ტრაგედიაზე

ექიმი - ლეილა ოტიაშვილი, რომელმაც საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ერთ-ერთმა პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

👉„ვაჟკაცებს ცრემლით არ აცილებენო, თქვა“ - საგარეჯოში დაღუპულ პოლიციელს დედამ დაკრძალვაზე მრავალჟამიერი უმღერა

მისი თქმით, ამ ტრაგედიამ ერი ერთ მუშტად შეკრა.

„დღეს კვლავ გაგვაერთიანა დიდმა ტრაგედიამ. ასეთ ტკივილს „ერთ სულ და ერთ ხორც“ შესისხლხორცება სცოდნია. ყველას თავის განცდას და სურათს შემოუნახავს ხსოვნის მარადისობა.

უფლის მადლით ასეთი დღე ხომ ძალიან იშვიათია. ჩემთვის და ალბათ ბევრისთვის, 19 იანვარი, უფლის მირონცხების დღე, ტკივილთან ერთად ფიქრის და სინანულის დღედ დარჩება.

სინანულის იმად, რომ ხუთი ახალგაზრდა, უმწიკლო სიცოცხლე ჩვენს თვალწინ წამში ისე გაფრინდა ზეცად, რომ ვერ შევეხიდეთ, ვერ შევაჩერეთ დემონი გზასაცდენილ სულსა და ჩვენში, ვერ ვთქვით თავის დროზე, რომ ვინც ძალადობს და მავანი ხმას არ იღებს, ისიც მოძალადეა, რომ მდუმარებაში მყოფი საზოგადოება თავის თავს კლავს და სოკოებივით ამრავლებს უთქმელ, მშიშარა, ჩირგვებში მობინადრე ჰუმანოიდებს. ვისი ცხოვრების წესია „რაღა მე ვიყვირო?“ „რაღა მე ვთქვა?“ „ვითომ არ დამინახავს“

მერე გვიანია... მერე სიკვდილი კვლავ გვავიწყებს სათქმელს და ერთი სული გვაქვს ოღონდ არ შევინანოთ, ოღონდ არ ვიფიქროთ...

ჩემთვის ის სისხლიანი დღე ოთარ ღვინიაშვილის ცხედრის ფანჯრისკენ ნახევრადმობრუნებულ ნაცრისფერ სახეზე შეყინული ღიმილია, ვისაც შეეძლო ამბრაზურად ქცეულიყო, ოღონდ სხვისი სიცოცხლე გადაერჩინა, ვინც სიკვდილით შეგვახსენა, რომ გათითოებული საზოგადოება განწირულია, გათითოებული განსაცდელი არ არსებობს...

რომ ის სიცოცხლის ჭეშმარიტი რაინდია, რამე თუ შეუძლია სიკვდილს ჩახედოს თვალებში ჩვენი სულების გადასარჩენად.

ვუსამძიმრებ მთლად საგარეჯოს.

დღეს გარეჯის მიწამ გულში ჩაიხუტა ჩვენი ღირსეული ბიჭები.

უფალი ფარავდეს მათ უმწიკლო სულებს“, - წერს ლეილა ოტიაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ვგრძნობ, რომ ჩემს სურვილებს აქ უსმენენ... გამოსვლიდან მე-2 დღესვე სამსახურს მოვითხოვ... მენატრება ქალურობა“ - მაგდა პაპიძე გათავისუფლებაზე

🔵🎥 „საყვარელს ქმრის მოშორების გეგმა შესთავაზა... სიდენიებს შავ პარკებს გადავაფარებო“ - რა ჩანაწერი გააკეთა მაგდა პაპიძემ ქმრის და 5 წლის შვილის მკვლელობის წინ?

🔵სისხლის წვეთი, რომელმაც გამოძიება თავდაყირა დააყენა - აქამდე უცნობი დეტალები მაგდა პაპიძის საქმეზე „პოლიციის ფაილებში“