
ახლახან მსახიობმა ნანუკა გულუამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, საიდანაც ვიგებთ, რომ ის მეორე შვილზეა ფეხმძიმედ. მისი გამომწერები სასიხარულო ამბავს ფეისბუკზე ულოცავენ.
„ჩემო ძვირფასებო, გარშემო იმდენი კეთილი ადამიანი ხართ, იმდენ სიყვარულს და პოზიტივს იმეტებთ ჩემთვის ყოველდღიურად, ისეთი სავსე ვარ ბედნიერების შეგრძნებით, რომ ჩემს ცხოვრებაში არ წყდება საოცარი მოვლენები!
მილიონჯერ გავიმეორებ რომ თუ კეთილი ხარ და გარშემო ყველას სიხარულს იზიარებ ყველაფერი გიბრუნდება! N2“, - წერს ნანუკა გულუა.
ასევე დაგაინტერესებთ👇