
8 ივნისს, ეგვიპტეში, ჰურგადაში ზვიგენი რუს ტურისტს დაესხა თავს და მოკლა.
გარდაცვლილი 23 წლის ვლადიმერ პოპოვია, რომელიც არ იყო ტურისტი და რეალურად, უკვე რამდენიმე თვე იყო გასული, რაც ეგვიპტეში დასახლდა.
აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელში გიორგი მგალობლიშვილი გამოეხმაურა👇
„ვიღაც უბედური შეუჭამია ზვიგენს და სიხარულის ყიჟინა აქვთ „ადამიანებს"(!!!) ....
ვფიქრობ, ბოროტების საზომი სკალა რომ არსებობდეს, უმაღლეს მაჩვენებელთან ახლოს იქნებოდა მსგავსი ბოროტი სიხარული....
მტერი, პირადი მოსისხლე მტერიც რომ იყოს, მისი ასეთი ფორმით სიკვდილი, როგორ უნდა გამიხარდეს?!
თან, ძირითადად ის ტვინმოწამლულები ხარობენ, მსგავს ამბებზე, თავად რომ მაღალფარდოვნებენ ჰუმანიზმზე, ლიბერალურ მიდგომებზე, ანტიჰომოფობიაზე... რა პროგრესი და განვითარება, „სისხლი სისხლის წილ" _ ამაზე უარეს ქვის ხანაში ხართ, თქვენი დეგრადირებული დედა ვატირე!“, - წერს გიორგი მგალობლიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇