Digest Logo

„აღარ გვყავს სიკეთით, სითბოთი და სილამაზის სიყვარულით სავსე...“ - „იავნანას“ ავტორი ლალი გულისაშვილი გარდაიცვალა

1643396613
ამირან არაბული

ფოლკლორისტი ამირან არაბული სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ფილოლოგი, მეცნიერი და პოეტი - ლალი გულისაშვილი გარდაიცვალა. იგი  66 წლის იყო.

ამირან არაბულმა გარდაცვლილთან ბოლო სატელეფონო საუბარიც გაიხსენა და ემოციური პოსტი დაწერა, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.

ჩემი ლექსების ახალ კრებულს ოთხშაბათს ლიტერატურის ინსტიტუტის დარაჯთან დაგიტოვებო, შემეხმიანე ერთი კვირის წინ. ეს იყო ჩვენი ბოლო სატელეფონო საუბარი...

დღეს გავედი, მოვიკითხე შენი წიგნი და ხელცარიელი შემოვბრუნდი შინ.

ავად მენიშნა. შენ ხომ ყალბი დაპირება არ გჩვეოდა და სულ ცოტა ხანში ეს უმძიმესი ამბავი შემატყობინეს...

ვზივარ, ვფიქრობ და სიტყვა არ მემორჩილება (ალბათ იმიტომ,რომ სიკვდილს ყველაზე მეტად დუმილი შეშვენის!).

ადამიანობაშიც გამორჩეული იყავი და პოეტურ შემოქმედებაშიც. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: შენი ერთი ლექსი არაერთი თანამედროვე პოეტის ტომეულებს გადაწონის!..

აღარ გვყავს სიკეთით, სითბოთი და სილამაზის სიყვარულით სავსე ლალი გულისაშვილი.
მშვიდობით დაო და მეგობარო. ადრე თუ გვიან ყველანი მანდ წამომსვლელები ვართ!..“, - წერს ამირან არაბული.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„განა რამდენი წლისა ხარ, რომ უკვე ემაგეებზე ფიქრობო?... ისე გამიხარდა, ისე გამიხარდა, რომ სიხარულით წამოვიძახე...“ - რას იხსენებს დავით სამხარაძე

🔵„დღეს ძალიან მძიმე ეთერი მექნება... გადაცემა ეხება გიორგი სანაიას საქმეს“ - ვახო სანაია

🔵VIDEO: „ჩემს თავში ვარ დარწმუნებული... დედამიწის ზურგზე ნებისმიერს გავუწევ კონკურენციას“ - სალომე ჭაჭუა

🔵VIDEO: სოსო პავლიაშვილის ახალ კლიპში ბუბა კიკაბიძეც გამოჩნდა

🔵„ბოლოს გავნარკომანდებით ყველანი“ - ვახო სანაია გიორგი ფხაკაძეს მიმართავს

🔵„მართლა მეგონა, რომ მოზარდს შეხედავდა და ჟესტების ენით ეტყოდა ბოდიშს... არ მგონია, გამოძიებას ამოცნობის პრობლემა ჰქონდეს“ - ავთო დვალიშვილი