
საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ცოლი მაკა ჩიკვილაძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მადლობას უხდის ადამიანებს, ვინც მის ოჯახს დღემდე მხარში უდგას, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს.
„არასოდეს ვსაუბრობ ადამიანებთან ჩემს მატერიალურ მდგომარეობაზე.
არიან ადამიანები, ვინც მხარში მიდგანან. თავს მარტო არ ვგრძნობ. ჩემი ეზოს მსგავს ეზოში თბილისში ბევრი ადამიანი ცხოვრობს.
2008 წლის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ ბინა გადმოგვცა, რომელიც საჭიროების გამო გავასხვისეთ. ახლახან თავდაცვის სამინისტროს მხრიდან კვლავ გაკეთდა შემოთავაზება ჩვენი ოჯახისთვის გადმოეცათ ბინა. სხვა ეზოშიც მექნება შესაძლებლობა გიმასპინძლოთ.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის სითბოა, რომელსაც გიორგის კოლეგებს შორის ვგრძნობ სამსახურში“,- წერს ჩიკვილაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 „მაიმუნებს მივანდოთ მაიმუნური ცხოვრება, მაგრამ...“ - რას წერს გია მურღულია
🎥 ვის ჰქონდა ტელეკომპანია „იმედის“ მეგა შოუში „ვინ ვინ არის“ მგლის ნიღაბი მორგებული