Digest Logo

11 ქალაქი ჩაიკეტება... ქვეყნის ნაადრევი გახსნა დამღუპველია - გიორგი ფხაკაძე

1623492345
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქვეყნის ნაადრევი გახსნის უარყოფით შედეგებზე წერს.

„ჩილე იკეტება კარანტინზე, 11 ქალაქი თავისი დედაქალაქით.17.2 მილიონი აცრა სინოვაკით (Sinovac)

4.6 მილიონი აცრა ფაიზერით (Pfizer). 1 მილიონი აცრა ასტრაზენეკათი (AstraZeneca)


58% ორი დოზით და 75% ერთი დოზით არიან აცრილები (11/06/2021)

მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ვაქცინირებული ქვეყანა.

ბოლო 2 კვირა ინფიცირებულების რაოდენობა გაიზარდა ქვეყანაში 17% და დედაქალაქში 25%-ით.

დასკვნა:

ნაადრევი ქვეყნის გახსნა დამღუპველია.

ჩინური ვაქცინები ნაკლებეფექტურია პირველი დოზის შემდეგ და მეორე დოზის შემდეგ ეფექტურობა გაცილებით დაბალია, ვიდრე ფაიზერით ვაქცინირების შემთხვევაში.

სამედიცინო პირბადე და დისტანცია არის უნივერსალური/სავალდებულო ყველასთვის ვაქცინირებულებისთვის და არა ვაქცინირებულებისთვის.

მე მოვითხოვ ხარისხიან სამედიცინო პირბადეებს საქართველოსთვის (90% გვაქვს) მე მოვითხოვ ხარისხიან ვაქცინებს საქართველოსთვის (?% რამდენი გვაქვს)

ვაქცინირებულებისთვის „პრივილეგიებზე” საუბარიც კი დანაშაულია საქართველოში“,- წერს ფხაკაძე.