სოციალური მედია • 1678256975
რუსთაველის გამზირზე,
საკანონმდებლო
ორგანოსთან, მოქალაქეებმა
ე.წ. აგენტების კანონის
წინააღმდეგ აქცია
გამართეს, სადაც სიტუაცია
უკიდურესად დაიძაბა.
მოქალაქეებმა რკინის
ბარიკადების ჩამოშლა
სცადეს, რომელიც
სპეციალური დანიშნულების
რაზმს ჰქონდა აღმართული.
👉„მოსკოვში, სადაც ჩემი
შვილია დაკრძალული, არ
ვყოფილვარ და ვერც
ვერასდროს ჩავალ! დედები
სოხუმიდან მკვდარი
შვილებით ხელში მოდიოდნენ,
რუსი აღარ არსებობს!“ -
გიული ჩოხელი ამასთან,
სპეცრაზმმა აქციის
მონაწილეების წინააღმდეგ
გამოიყენა წყლის ჭავლი და
წიწაკის სპრეი. აღნიშნულ
ფაქტს სოციალურ ქსელში
ქართველი გარემარბი - ხვიჩა
კვარაცხელია გამოეხმაურა
და დაწერა, რომ საქართველოს
არჩევანი ევროპული
მომავალია. როგორც იცით,
კვარაცხელია ის ადამიანია,
რომელიც მსოფლიოს ანათებს
და მისი სიტყვა მეტად
ფასეულია. ამიტომ
ქართველებს მისი ეს პოსტი
ყველაზე ძალიან გაუხარდათ
და აღნიშნეს, რომ
საქართველოს ამბის
საზღვრებს გარეთ გატანა
კვარას და მისნაირ
ადამიანებს შეუძლიათ.
კვარას ამ განცხადებას
ფსიქოლოგი - ნათია
ფანჯიკიძე გამოეხმაურა და
აღნიშნა, რომ კვარას მზე
რამდენიმე წელიწადში
ზენიტში იქნება.
იხილე მეტი