ბროწეული • 1648643766
„სიყვარულის გარეშე
ცხოვრება უფრო მარტივია,
უბრალოდ, მის გარეშე აზრს
კარგავს“, - ამბობდა ლევ
ტოლსტოი. დიახ, რა იქნებოდა
ყოველი გათენებული დილა ან
შუადღე, ან საღამო, ან ღამე
საყვარელი ადამიანის
გარეშე. თუ მას არ გაუზიარე
იმ დღეს მომხდარი
ცხოვრებისეული ბანალური
სერიალიდან ერთი სერია. ჰო,
ცხოვრება ხომ სერიალია და
თითო დღე თითო სერიაა.
ალბათ, მოსაწყენი და
ერთფეროვანი იქნება
დღეები, როდესაც შენთვის
მნიშვნელოვან ადამიანს
ვერაფერს უზიარებ, არ იცი
ის რას აკეთებს, მისი ერთი
დღე როგორია... ზოგიერთ
ადამიანს უმართლებს და
ყოველდღიურობის
გამზიარებელს ხვდება. ამას
ეჩვევა, ამით ბედნიერი
ხდება... ადვოკატი მარიამ
კუბლაშვილი ის ქალია,
რომელსაც გაუმართლა და
ცხოვრებისეული მეგზური,
მსახიობი - ლევან ხურცია
იპოვა. დღეს მათი
სიყვარულისა და
თანაცხოვრების შესახებ
გიამბობთ. თუ როგორ
ატარებენ დროს ერთად და
როგორ ცდილობენ იყვნენ
საუკეთესო მეუღლეები.
იხილე მეტი