
ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში აზიარებს ჟურნალისტ თენგო გოგოტიშვილის ფეისბუკ პოსტს, რომლის ადრესატიც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ოჯახია, რაზედაც „სიცილის ემოციით“ უპასუხა სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ.
ანალიტიკოსის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ გიორგი ბურჯანაძე გმობდეს მსგავს ქმედებებს, თავად არის ჩართული ამგვარ პროვოკაციაში.
„თენგო გოგოტიშვილი რომ არარაობა და უსინდისოა, ეგ გასაგებია, მაგრამ მასზე არანაკლები ნაძირალაა სახალხო დამცველის მოადგილე ბურჯანაძე. ნაცვლად იმისა, რომ ამ გარეწარმა ადამიანების ბულინგზე, შეურაცხყოფაზე და ლანძღვაზე ხმა ამოიღოს და დაგმოს ეს სიბინძურე, თავად არის ჩართული ამ პროვოკაციაში“,- წერს ქადაგიძე.