Digest Logo

ზაალ ანჯაფარიძე: ვერ გაიგო და ვერც გაიგებს, ეს უსამშობლო შემადგენლობა, რომ საქართველოში ჩახდილები და ჩამხდელები არ უყვართ

1660817438
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე - Digest.ge

კოლექტიური „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“, ასე შეიძლება უკვე ეწოდოს რადიკალურ ოპოზიციას, ჩვენს მოქალაქეებს ეუბნება, ჩვენ ჩავიხდით ბოლომდე, ყველაფერზე წავალთ, ოღონდ კი მხარი დაგვიჭირეთო“, - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომლის თანახმად ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მასობრივი პროტესტის შემთხვევაში ბევრი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება, მათ შორის შენობების აღება.

„კოლექტიური „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“, ასე შეიძლება უკვე ეწოდოს რადიკალურ ოპოზიციას, ჩვენს მოქალაქეებს ეუბნება, ჩვენ ჩავიხდით ბოლომდე, ყველაფერზე წავალთ ოღონდ კი მხარი დაგვიჭირეთო. ვერა და ვერ გაიგო, და ვერც გაიგებს, ეს მართლა უსამშობლო შემადგენლობა, რომ საქართველოში ჩახდილები და ჩამხდელები არ უყვართ“, - წერს ანჯაფარიძე ფეისბუკზე.

ცნობისთვის, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურა ჯაფარიძის განცხადებით, თუ ოპოზიცია ისე გააგრძელებს, როგორც დღეს იქცევა, მაშინ მათ 2024 წელსაც არ აქვთ შანსი.

„მასობრივი პროტესტის შემთხვევაში ბევრი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება, მათ შორის შენობების აღება, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ აღვიქვამთ სიტუაციას. მთავარია ამის გააზრება საზოგადოებაში, რომ ის შენობა ბიძინას კი არ ეკუთვნის, არამედ ხალხს ეკუთვნის და ამ შემთხვევაში პრობლემა არ არის, იქ შევიდნენ და წიხლებით გამოყარონ ვინც იქ არიან“, - განაცხადა ჯაფარიძემ.