
„ურუსკესი" - ელენის შოუს ოფიციალური ანალოგი „რუსთავი2-ზე" გრძელდება. გადაცემა ახალ სეზონზე ახალი წამყვანით ბრუნდება. ფორმატი იმეორებს ელენ დეჯენერესის პროექტის კონცეფციას.
„გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ მიყურებთ, ძალიან მიხარია, რომ მოხვედით, მე ვარ რუსკა მაყაშვილი, ეს ჩემი გადაცემაა.
გამარჯობა დედა - ვნერვიულობდი და გამომყვა, დედაა მაინც ხომ გესმით, ვისაც არ გესმით მე მესმის თქვენი, ნუ მესმოდა სანამ გავხდებოდი ილიას და კატოს დედა , მე ვარ რუსკა ურუსკესის წამყვანი, ორი შვილის დედა“, - განაცხადა გადაცემის დაწყებისას რუსკა მაყაშვილმა.
რუსკა მაყაშვილს ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს, ის ამ დრომდე არაერთი გადაცემის წამყვანი ყოფილა, თუმცა პირველად გაუძღვება საავტორო ტოქშოუს. ამბობს, რომ ახლა მღელვარება ბუნებრივია, მაგრამ დღეს სატელევიზიო ბადეში ასეთი ფორმატის გადაცემა აუცილებელია, ამიტომ იქნება გულწრფელი და ისეთი, როგორც რეალურ ცხოვრებაშია.
გადაცემის სტუმრები მხიარულ თამაშებში ჩაერთვებიან და რუსკას მოულოდნელ შეკითხვებს გასცემენ პასუხს. წამყვანი სტუდიის გარეთაც გავა . „ურუსკესის" პირველი ეპიზოდის სტუმრებს შორის სტეფანე და ნუკი არიან.
ელენმა თავისი შოუ 2003 წლიდან დაიწყო და მილიონობით მაყურებლის სიყვარულიც დაიმსახურა. მისი ანალოგი „რუსთავი 2-ზე" გასული სეზონიდან გადის, პირველი წამყვანი ანა ჩირაძე, ჩვენი არხის კიდევ ერთი, ახალი გადაცემის „ღამის პრაიმ თაიმის" წამყვანთა ექვსეულს შეუერთდა. „ურუსკესი" ეთერში ყოველ პარასკევს, საღამოს 10 საათზე გავა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„დღეს ძალიან მძიმე ეთერი მექნება... გადაცემა ეხება გიორგი სანაიას საქმეს“ - ვახო სანაია
🔵VIDEO: სოსო პავლიაშვილის ახალ კლიპში ბუბა კიკაბიძეც გამოჩნდა
🔵„ბოლოს გავნარკომანდებით ყველანი“ - ვახო სანაია გიორგი ფხაკაძეს მიმართავს