Digest Logo

🎥 ვინ იყო 40 წლამდე ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა შვილის თვალწინ მოკლა

1660308655
 შუშანა გორგაძე

ქალაქ ოზურგეთში დიდი ტრაგედია დატრიალდა. 40 წლამდე ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა. გარდაცვლილი 39 წლის შუშანა გორგაძეა.

როგორც მეზობლები აცხადებენ, კონფლიქტი ბავშვის გამო დაიწყო.  ყოფილმა მეუღლემ მას ჯერ სცემა, შემდეგ კი აბაზანაში გაგუდა. 

ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში ჯერ არ გადაუსვენებიათ.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის დროს სახლში დედასთან ერთად 4 წლის ბავშვიც იმყოფებოდა.

როგორც გარდაცვლილის ძმა ამბობს, ყოფილი მეუღლე ქალზე წლების განმავლობაში ძალადობდა და მის მიმართ შემაკავებელი ორდერიც იყო გამოწერილი ორჯერ. კაცი ციხეშიც იჯდა, თუმცა საპატიმროს დატოვების შემდეგ მან ძალადობა განაგრძო.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ქრისტინა იმედაძის საცურაო კოსტიუმმა საზოგადოება აალაპარაკა - რა ფოტოებს აქვეყნებს მომღერალი

🎥 სალომე ჭაჭუას პიკანტურმა ფოტოებმა საზოგადოება აალაპარაკა - რა კადრებს ავრცელებს მოცეკვავე

🔵„ერთმანეთს ებრძვიან თუ რუსეთ-ჩინეთის სამხედრო-ეკონომიკურ ალიანსს? როგორ დეგრადირებს მსოფლიო! ამათ იმედზეა პიკასო?“ - ხათუნა ხოფერია