Digest Logo

„უდიდესი დანაკარგია ჩვენი ოჯახის თითოეული წევრისთვის“ - კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი სამძიმრის წერილს ავრცელებს

1632290523
კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი

კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რი ნინო მა­ხა­რაშ­ვი­ლი-ბა­რა­თაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. გავრცელებული ინფორმაციით, მა­ხა­რაშ­ვილს კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ტა­ნი­დან ორ თვე­ში სის­ხლის და­ა­ვა­დე­ბა და­უდ­გინ­და, რა­მაც მისი სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა.

უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა კი სამძიმრის წერილს ავრცელებს და ახალგაზრდა ლექტორის შეასახებ წერს. 

„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უნიჭიერესი ქალბატონის ნინო მახარაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს.

კსუ-ს ერთ-ერთი მთავარი ღირსება ისაა, რომ პირველივე წუთიდან „მეგობრად” გიღებს.

ბავშვობის მეგობარივით იშვიათი ადამიანების თავისი ოჯახის წევრად გაღიარებს.

არ არსებობს სიტყვები იმის აღსაწერად, თუ როგორი სამწუხაროა ოჯახის ნაწილის დაკარგვა.

ქალბატონი ნინო მრავალმხრივი სილამაზით და სიკეთით დაჯილდოებული ადამიანი იყო.

საუკეთესო ლექტორი, თანამშრომელი და კოლეგა.

მარტივად შესამჩნევი შრომისმოყვარეობის, თავმდაბლობის და მზრუნველობის დამსახურებაა, რომ არ არსებობს სტუდენტი, რომელიც მისით აღფრთოვანებული არ იყო.

ნინო მახარაშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ჩვენი ოჯახის თითოეული წევრისთვის”,- ნათქვამია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„საშინლად დამწყვიტე გული, შეხვედრამდე პროფესორო"- კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი ნინო მახარაშვილი გარდაიცვალა

🔵„30 000-მა ადამიანმა გააცილა უკანასკნელ გზაზე ნიკო, ყველამ ვიტირეთ, განსაკუთრებით დედის წარმოთქმულ ბოლო სიტყვებზე....“

🔵„3 თვის ქირა გადაუხადა უცხო ბებოს… ეს ბიჭი იყო სასწაული, ასეთი შვილი არ ჰყავდა დასაკარგი საქართველოს“ - მამა ნექტარიოსი