
აღმოსავლეთ საქართველოში 19-21 იანვარს უმეტეს რაიონში თოვლია მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი. სინოპტიკოსები ღამით ძლიერ ყინვებს პროგნოზირებენ.
ტემპერატურა ღამით -8 გრადუსამდე დაიწევს. დღე კი +9 გრადუსამდე გათბება. მოსალოდნელია დასავლეთის ქარი 17-22 მ/წმ, ხოლო 20 იანვარს ქარი 20-25 მ/წმ-მდე გაძლიერდება.
თოვლი და ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი 19-21 იანვრის პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. ტემპერატურა -14 გრადუსამდე დაეცემა.
დასავლეთ საქართველოშიც თოვლია მოსალოდნელი, ბარში უახლოესი 3 დღის განმავლობაში ღამით მოსალოდნელია ყინვები, დღე კი ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება. იქროლებს დასავლეთის ქარი 17-22 მ/წმ. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებს, აქ მომდევნო დღეებში ძლიერი ყინვა და თოვლია მოსალოდნელი.
meteo.gov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში 19 იანვარს თოვლჭყაპი და ჩრდილო-დასავლეთის ქარია მოსალოდნელი 17-22 მ/წმ. 19 იანვარს ღამით -3 გრადუსს ყინვას ელოდებიან. 20 იანვარს დედაქალაქში მცირე თოვლი და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი 20-25მ/წმ. 21 იანვარს ღამით ტემპერატურა -5-მდე დაიწევს. ჰაერი დღის განმავლობაში +6 გრადუსამდე გათბება. 21 იანვარი დედაქალაქში უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 17-22 მ/წმ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„კაცებს სახეს ახევ და დედას უტ***ავ, ასეა?“ - შალვა რამიშვილისა და მარიამ კუკუნაშვილის დიალოგი
🔵პოლიტიკოსების ნათლიამირონობა - ვინ ვისი ნათლიაა?
🔵ცნობილი ადამიანების ნათელმირონობა - ვინ ვისი ნათლია-ნათლულია?
🔵ლოცვა ნათლულთათვის – ამ ლოცვის წაკითხვა არ დაგავიწყდეთ
🔵„რომ მცოდნოდა სად ვიბადებოდი, არ დავიბადებოდი“ - ნანა ბუთხუზი
წყარო: rustavi2.ge