
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში დაპირისპირებისას ერთი ადამიანი მოკლეს, ორი კი დაჭრეს.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მომხდარს წინ ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. სანადირო თოფიდან მიყენებული ჭრილობებით ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.