Digest Logo

შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

1674591124
ელექტროენერგია

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 იანვარს 11:00-დან 19:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ძეგვი, ხეკორძი, ნიჩბისი, ქსანი, ძველი ქანდა.

11:00-დან 12:00 საათამდე - აბონენტებს ქ.მცხეთაში: გიორგობიანის, არმაზის, აღმაშენებლის, ციხედიდის და შიომღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქვემო ნიჩბისში.

11:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში: ციხისძირი, ხიდისყური, ქანდა, მუხრანი, პატარა ქანდა, აღაიანი, წეროვანი და მიმდებარე ტერიტორიაზე.

11:00-დან 18:15 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბარისახო, ჩარგალი, კორშა, კაწალხევი, შუაფხო, როშკა, მიგრიაულთა, გველეთი, გოგოლაურთა, ბაცალიგო და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 11:15 საათამდე და 18:00-დან 18:15 საათამდე - სოფლებს: მაღაროსკარი, ქალილო, გომეწარი, კუჭეჭა

11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მაგრანეთი, ზემო ნაქალაქარი, ორხევი, ყუდრო, დორეულები, ქვემო ნაქალაქარი, ვეძათხევა, ზურაბები, საჯინიბო, სიონი.