Digest Logo

შემზარავი შემთხვევა თბილისში - ქმარმა შვილების თვალწინ ცოლს ყელი გამოჭრა

1653132007
თბილისში ქალს ყელი გამოჭრეს

თბილისში, ავტობუსში კაცმა ქალს ყელი შვილების თვალწინ გამოჭრა - ამის შესახებ ინფორმაცია „დაიჯესტს“ თვითმხილველმა მოაწოდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. 

მისივე ინფორმაციით, კაცი სავარაუდოდ, ქალის ქმარია და ფაქტი შვილების თანდასწრებით მოხდა. გავრცელებული ცნობით, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

„დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ კაცი, რომელმაც ავტობუსში მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ქალს ყელი გამოჭრა, სამართალდამცველებმა დააკავეს. 

„პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზე დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ დანაშაულს გულისხმობს. სასჯელი 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში.