Digest Logo

საქართველოში ტემპერატურა 28 გრადუსამდე აიწევს

1652776342
ამინდი

18 მაისს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხოლო 19-20 მაისს დროგამოშვებით წვიმიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი“, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა 18-19 მაისს დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, 20 მაისს კი +17, + 22 გრადუსამდე დაიკლებს. 21 მაისს ისევ გამოიდარებს და დათბება.

თბილისში 18 მაისს უნალექო ამინდი იქნება. 19-20 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 18-19 მაისს +24, +26 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, 20 მაისს +18, +20 გრადუსამდე დაიკლებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მყავდა „პრიუსი“ რაც ჩემს შემდეგ მინისტრს დარჩა, მი­ნისტრს უფრო დიდი მან­ქა­ნა ერ­ჩივ­ნა და“... - ვერა ქობალია

🔵„დაიმახსოვრეთ, დღევანდელი სიზმარი, რომელიც ფინანსური წარმატების და დამატებითი შემოსავლების მაუწყებელი გახდება“ - ცაგარელი