Digest Logo

საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება

1684304579
ოჯახის სიწმინდის დღე

დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. ეს დღესასწაული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა.

ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვა როგორც ქრისტიანების, ისე სხვა სარწმუნოების მიმდევართათვის მეტად მნიშვნელოვანია. 

ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით დედაქალაქში სხვადასხვა აქტივობები იგეგმება, სასულიერო პირები მრევლთან ერთად ქუჩაში გამოდიან ლოცვებს აღავლენენ და მიმდებარე ტერიტორიაზე ნაკურთხ წყალს აპკურებენ.