
23 იანვარს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაგდა პაპიძე, რომელიც სასჯელს მეუღლისა და 5 წლის შვილის მკვლელობითვის იხდის, საპატიმროში გათხოვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს, მაგდა პაპიძე თანაკლასელზე დაქორწინდა, ამბავი კი ოჯახის ახლობელმა გაახმაურა.
აღნიშნულის გადასამოწმებლად „დაიჯესტი“ პენიტენციურ სამსახურს დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„არ შეესაბამება სიმართლეს, ეს არის ტყუილი“, - ამბობს ნათია გედენიძე „დაიჯესტთან.“
ცნობისთვის, 2015 წლის 20 დეკემბერს საზარელი მკვლელობა მოხდა თბილისში - მოკლული მამა-შვილი, ომარ და თორნიკე ქაფიაშვილები საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან იპოვეს. ქმარ-შვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს მაგდა პაპიძე. ბრალი 109-ე მუხლით წაუყენეს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. პაპიძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ასევე დაგაინტერესებთ: