
21 მაისს თბილისში შემზარავი შემთხვევა მოხდა - ქმარმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ცოლს მუნიციპალურ ტრანსპორტში ყელი გამოჭრა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
მოკლული ახალგაზრდა ქალის, 31 წლის სოფო კვარაცხელიას ცხედარი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, ზუგდიდში მამისეულ სახლში გადაასვენეს.
მკვლელობის დროს ავტობუსში სოფო კვარაცხელიას და სალომე კვარაცხელია, შვილთან ერთად და ასევე გარდაცვლილი ქალის ორი შვილიც იმყოფებოდა.
„სოფოს და, სალომე და დედა, ხათუნა ნაჭყებია იმყოფებოდნენ თბილისში, ექიმთან წაუყვანიათ სალომეს შვილი. სალომე შეესწრო ფაქტს, წამებში მომხდარა. ბავშვები შოკში არიან. სოფოს დედამ არ იცის, რომ მისი შვილი მკვდარია, იცის რომ დაჭრილია.
ინფარქტით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მძიმედაა...საშინელება ტრიალებს ჩვენს ქუჩაზე. ამას ვინ იფიქრებდა, სოფო ისეთი ჭკვიანი, განათლებული, შვილების გიჟი დედა იყო“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ კვარაცხელიების მეზობელი.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი
🔵სასამართლო პროცესი, მარინა ბერიძის მუქარა - ნინო ჩხეიძის 6 სკანდალი
წყარო: primetime.ge