Digest Logo

„პროცესის სწორი მართვა მოგვცემს საშუალებას, გავაგრძელოთ ნორმალური ცხოვრება“ - გიორგი ფხაკაძე

1643401334
გიორგი ფხაკაძე

„ომიკრონი“  კორონავირუსის ბოლო ვარიანტი არ არის“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, პროცესის სწორი დაგეგმარება, მართვა და პროფესიონალების ჩართულობა პროცესში მოგვცემს საშუალებას, გავაგრძელოთ ნორმალური ცხოვრება.

„ომიკრონი“ არ არის გრიპი და არა არის დასასრულის დასაწყისი, ეს არის პროცესი, რომელიც კარგა ხანს გაგრძელდება. „ომიკრონი“ არ არის ბოლო ვარიანტი კორონავირუსის. ბევრი რამ ვისწავლეთ, გვაქვს ბევრი ხერხები, გამოცდილება და ყველაფერი არის გამოყენებული, რომ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას.

„ომიკრონს“ სამი განშტოება აქვს. იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციით მოცვა არის მაღალი, აქვთ ფუფუნება მოხსნან შეზღუდვები. ვაქცინირებულ ქვეყნებში მიუხედავად იმისა, რომ არის აფეთქება, ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა მაღალი არ არის. პროცესის სწორი დაგეგმარება, მართვა და პროფესიონალების ჩართულობა პროცესში მოგვცემს საშუალებას, გავაგრძელოთ ნორმალური ცხოვრება“, - აცხადებს გიორგი ფხაკაძე.