Digest Logo

„მზად ვარ გამოვყო ადგილი ეპარქიაში და მიხეილ სააკაშვილი გადმოიყვანონ შიდა პატიმრობაში“ - მეუფე ნიკოლოზი

1642532316
მეუფე ნიკოლოზი დამიხეილ სააკაშვილი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს. მისი აზრით, ქვეყნისთვის უკეთესი იქნება თუ მმართველი გუნდიც და ოპოზიციაც გარკვეულ კომპრომისებზე წავა და შეთანხმებას მიაღწევენ.

მეუფე ნიკოლოზს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმე ჰქონდა მხედველობაში. მისი აზრით, კარგი იქნება თუ ეს სამართლებრივი დავა დროულად გადაწყდება. ის მზადაა ამ პროცესებში საკუთარი წვლილი შეიტანოს. სასულიერო პირი სახელმწიფოს, სააკაშვილისთვის სასჯელის მოხდის ადგილად, ციხის ნაცვლად მონასტერს სთავაზობს.

„ჩემი პირადი აზრია რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი იყოს შიდა პატიმრობაში. მე ვთავაზობ სახელმწიფოს, რომ მიხეილ სააკაშვილი გადმოიყვანონ შინა პატიმრობაში. შემიძლია გამოვყო ეპარქიაში ადგილი, რომელსაც გააკონტროლებენ სამართალდამცველები და მზად ვარ შევთავაზო სააკაშვილსაც რომ მან სასჯელი იქ მოიხადოს. განვმარტავ რომ ეს არის ჩემი მოსაზრება, რომელიც არავისთან შემითავაზებია და პასუხისმგებლობას ამაზე მხოლოდ მე ვიღებ“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში.

შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„მუდმივად სიყვარულს ვეძებ, ამ შემთხვევაში კი ამის წინააღმდეგ მივდივარ..." - რატომ ატირდა ნელი აგირბა გადაცემის ჩაწერის დროს

🔵„სააკაშვილს გლდანის ციხეში თუ გადაიყვანთ, ვვარაუდობ უარესი გელით“ - გიორგი მშვენიერაძე

🔵მეუფე ნიკოლოზი ციხეში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

🔵უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

🔵„კარგი დღეა მავნე ჩვევების დასაძლევად“ - ცაგარელის დღის რჩევა

🔵მაგნიტური ქარიშხლების გრაფიკი ნოემბერში