
„მიხეილ სააკაშვილი უმძიმესი ავადმყოფია პერსპექტივის და რისკების გათვალისწინებით“, - ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ წევრმა ნევროლოგმა ოთარ თოიძემ განაცხადა.
ნევროლოგის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.
ამასთან, ოთარ თოიძე აცხადებს, რომ სააკაშვილი მძიმე პაციენტია და მას რიგი კვლევები ესაჭიროება.
„28 დეკემბრის მერე სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ობიექტური ინფორმაცია არ გაგვაჩნია. გვაქვს გადმოცემული ინფორმაცია, რომელიც ემყარება ჩვენი კოლეგების მიერ შექმნილ შთაბეჭდილებას. ექიმისთვის გადმოცემით დიაგნოზის დასმა და მსჯელობა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გარდა იმისა რომ არასწორია - არაეთიკურია. ახლა ვიცით, რომ უკეთესად გამოიყურება, თუმცა არ ეცემა. ძალიან რთული სათქმელია ჩვენთვის რომ ენერგიულად გამოიყურება. ვიცით რიგი დავალებებისა, რომელიც მას აქვს: გაფანტული სკლეროზი და დიაბეტი. ის კარგად გამოიყურება, დადის მაგრამ უმძიმესი ავადმყოფია პერსპექტივის და რისკების გათვალისწინებით.
ვიცით რომ იღებს რაღაც მედიკამენტებს, თუმცა არ ვიცით ვინ დანიშნა და რა დოზით იღებს. ამ ყველაფერზე ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს, არავინ გვაწვდის. მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საჭიროა მულტიპროფილური დაწესებულება. მას სჭირდება კვლევები სხვადასხვა მიმართულებით. პირველ რიგში, გასაკეთებელია მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია. დარწმუნებული ვარ, ის ვერ გრძნობს საყრდენს - იატაკს, უხეშად რომ ვთქვათ ეს არის ნერვების ანთება“, - განაცხადა ოთარ თოიძემ.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„დღეს ძალიან მძიმე ეთერი მექნება... გადაცემა ეხება გიორგი სანაიას საქმეს“ - ვახო სანაია
🔵VIDEO: სოსო პავლიაშვილის ახალ კლიპში ბუბა კიკაბიძეც გამოჩნდა
🔵„ბოლოს გავნარკომანდებით ყველანი“ - ვახო სანაია გიორგი ფხაკაძეს მიმართავს