Digest Logo

„მებაღეობა მან მასწავლა... ამ დილით პირველად აყვავდა ღობესთან, წლების წინ მისი დარგული ხვიარა ვარდი“ - ზურა შევარდნაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

1686382276
ზურა შევარდნაძეზურა შევარდნაძე

მებაღე ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში მისი მასწავლებლის და ლამაზი ვარდის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მებაღეობა სწორედ ჟუჟუნა ავალიშვილმა ასწავლა.

შევარდნაძის განმარტებით, ადრე ბაღში თვითნებურად რგავდა იგი ყვავილებს, რაზედაც თურმე ბრაზობდა...თუმცა ახლა სიხარულით წერს, რომ ჟუჟნა მასწავლებლის დარგული ვარდი წლების შემდეგ პირველად ახლა აყვავილდა.

„ჟუჟუნა ავალიშვილი ჩემი მასწავლებელია, მებაღეობა მან მასწავლა.

ბოლო დროს, როცა მუშაობა დიდად აღარ შეეძლო თავისი ნაგროვები კოლექცია გადაწყვიტა გადმომაბაროს.

როცა ჩემთან მოდიოდა აუცილებლად მოჰქონდა რომელიმე ძველი, იშვიათი ჯიშის ნერგი, ადგილს თვითონ ურჩევდა და თვითონვე რგავდა.

თვლიდა, რომ როგორც მასწავლებელს ამის უფლება აქვს. ცოტა მიკვირდა და ცოტას ვბრაზობდი კიდეც მაგრამ როგორ შევიმჩნევდი.

ამ დილით პირველად აყვავდა ღობესთან, წლების წინ მისი დარგული ხვიარა ვარდი, აფრქვევს არნახულ სურნელს.. ახლა მხოლოდ მადლიერი ვარ შენი ჩემო ჟუჟუ, უსაშველოდ მიყვარხარ“,- წერს ზურა შევარდნაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 ბორის ჯონსონი სადეპუტატო მანდატს ტოვებს

🔵 „ჩემი პატარა ქალიშვილი, მატილდე უნდა ვავარჯიშო, რომელთან ერთადაც არასდროს ვყოფილვარ“ - ჟურნალისტი ნინა მამუკაძე სპალეტის „ნაპოლიდან“ წასვლას ეხმაურება

🔵 ძალიან დიდი რამე ხდება - ხვიჩა შეიძლება ზიდანმა გაწვრთნას