Digest Logo

„მე არ მითქვამს, რომ გაიცა ვინმეს ლიკვიდაციის ბრძანება პანკისში ჩატარებული დაკავებების დროს“ - სოსო გოგაშვილი

1660827571
სოსო გოგაშვილი

სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან მორიგ წერილს ავრცელებს. ამჯერად, გოგაშვილი მის წინა წერილს განმარტავს, რომ არასწორი ინტერპრეტაცია არ მოხდეს. როგორც წერილშია აღნიშნული, მას არ უთქვამს, რომ პანკისში ჩატარებული დაკავებების დროს ვინმეს ლიკვიდაციის ბრძანება გაიცა.

„სამართლიანობა მოითხოვს, გავაკეთო მცირე განმარტება ჩემს ბოლო ღია წერილთან დაკავშირებით, რათა გამოვრიცხო შემდგომი ინტერპრეტაციების დაშვება.

ჩატაევის დაჯგუფების სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ მე ყველაფერი უკვე ნათქვამი მაქვს და შესაბამისად დამატებით განმარტებებს საჭიროდ აღარ ვთვლი.

წერილში მე გადმოვეცი ჩემს წინააღმდეგ აგორებული ცილისმწამებლური და ბინძური კამპანიის დეტალები, დავაფიქსირე ფაქტი, რომ შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმი არ იყო ჩემი საკურატურო და ვერც ბრძანებას ვერ გავცემდი, რასაც მაბრალებდნენ.

არც ადრე და მით უმეტეს არც ამ წერილში მე არ მითქვამს, რომ გაიცა ვინმეს ლიკვიდაციის ბრძანება პანკისში ჩატარებული დაკავებების დროს. მე მსგავს ინფორმაციას არ ვფლობ, გამოძიებას სჭირდებოდა ეჭვმიტანილების ჩვენებები, მტკიცებულებები და არა რომელიმეს ლიკვიდაცია.

ვერანაირ მდგომარეობაში ყოფნა, ვერც ვერავის მოწოდება ვერ მაიძულებს ვისაუბრო ტყუილი და ცილი დავწამო ვინმეს, ვინც არ უნდა იყოს იგი. ეს არ არის ჩემი სტილი. მე ვლაპარაკობ მხოლოდ სიმართლეს, რომელიც გამყარებულია ფაქტებით და არაფერს სიმართლის გარდა.

რაც შეეხება ჩანაწერს, იქ ისმის სამი ადამიანის ხმა - მედიკოსი, ვახასი და ბინძური აგენტის.

აგენტი ახორციელებს ბინძურ, მიზანმიმართულ მუშაობას ჩემს წინააღმდეგ. ჩანაწერი თავის დროზე გამოქვეყნდება და ყველა კითხვას მოხსნის. ახლა ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი და ვინმეს დასახელება მე გადამიყვანს სხვა ველზე და მთავარ სამიზნეს ჩამომაშორებს.

ჩემი მთავარი მიზანი არის ოცნების კრიმინალური მართვისა და არჩევნების ტოტალური გაყალბების მეთოდების მხილება და ასევე, მათი რუსეთთან პირდაპირი კავშირის სააშკარაოზე გამოტანა, რასაც დიდი ხანია ვახორციელებ ეტაპობრივად და მივიყვან ბოლომდე“, - წერს გოგაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეს გოგო აქ, ჩვენთან, დედამიწაზე დაგვიტოვა სანუგეშოდ... გვიყვარხარ ძალიან. აქ შენ და ზეცაში ნიკოს ვულოცავ ამ დღეს“ - ნიკო კვარაცხელიას დედის ემოციური პოსტი

„იმ ადგილიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით იყო, საიდანაც დაიკარგა“ - ახალი დეტალები გარდაცვლილ ბავშვზე

„მსოფლიოში წამოვიდა კოვიდის ახალი, ძლიერი ტალღა და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად“ - გიორგი ფხაკაძე