Digest Logo

მართვის მოწმობის ასაღები გამოცდები ძვირდება

1637835240
მართვის მოწმობა

მართვის მოწმობის ასაღები თითო გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარების საფასური 90 ლარი იქნება.

მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ არ იცვლება თეორიის გამოცდის ჩაბარების ღირებულება და ის იგივე – 40 ლარი იქნება.

„არსებულ საფასურებში ცვლილება არ შედის. ნარჩუნდება მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დაშვების არსებული საფასური – 40 ლარი, რომელიც მოიცავს თეორიული გამოცდის მოქმედების ვადაში პირის პრაქტიკულ გამოცდაზე ხუთჯერ დაშვებას.

ამასთან, საფასური ემატება მხოლოდ ახალ მომსახურებებზე, კერძოდ: „B“ ან „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში) ერთჯერადად დაშვება ხდება 90 ლარი.

სტანდარტულად როგორც ტარდებოდა გამოცდის ჩაბარება ის ნარჩუნდება. 25 აპრილიდან ავტომატიკის და მექანიკის ფასი ერთმანეთს გაუთანაბრდება. მართვის მოწმობის აღების მსურველი გადაიხდის მხოლოდ 55 ლარს და ჩვეულებრივ გავა ავტომატიკაზეც და მექანიკაზეც ამ ფასის ფარგლებში. ანუ ხუთჯერადად შეუძლია გეგმურად გასვლა თეორიის წარმატებით ჩაბარების შემდეგ. შემდეგ უკვე გადაიხდის 90 ლარს და ქალაქში ჩააბარებს გამოცდას”, – აცხადებენ მომსახურების სააგენტოში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵თემირლან მაჩალიკაშვილი 23 წლის გახდებოდა - „ჩემო უსამართლობით განწირულო შვილო“ - დედის ემოციური პოსტი

🔵„კიდევ ერთხელ გთხოვთ ფარმაცევტებს, ბლოგერებს თუ უბრალოდ ფეისბუკჯგუფების წევრებს პაციენტებს ნუ შეიყვანთ შეცდომაში და ნუ აშინებთ ვეროშპირონით“ - ზაზა თელია

🔵„დღევანდელი დღე გეომაგნიტური ენერგიებითაა აღსავსე“ - ცაგარელი

წყარო: fortuna.ge