Digest Logo

მაია ცქიტიშვილმა თანამდებობა დატოვა

1613746066
ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი

„მე და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ერთმანეთს 15 წელია ვიცნობთ, ამ ფაქტით ბოროტად ვისარგებლე და გულწრფელად ვთხოვე მას, რომ მომცეს საშუალება დავუბრუნდე ჩემს ოჯახს,“ - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

იგი, ასევე, მადლობას უხდის გიორგი გახარიას.

„მადლობა ბატონ გიორგი გახარიას, საინტერესო დატვირთული პერიოდი იყო ვიცე-პრემიერის პოსტზე ყოფნისას.“ - აცხადებს ცქიტიშვილი.

იგი კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი სრული შემადგენლობით განაგრძობს მუშაობას.

„მიხარია, რომ გუნდი სრული შემადგენლობით აგრძელებს მუშაობას.

მადლობა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს.“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ინფორმაციისთვის, რამდენიმე წუთის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ირაკლი ქარსელაძის კანდიდატურა წარადგინა, ხოლო, თავდაცვის მინისტრის პოსტზე - ჯუანშერ ბურჭულაძის კანდიდატურა. მთავრობის დანარჩენი წევრები უცვლელია.