Digest Logo

ლევან ნიკოლეიშვილი „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიაზე: ჩნდება მარტივი კითხვა თუ ეს ომის დამთავრების ერთ-ერთი შესაძლო სცენარია, მაშინ ამდენ მსხვერპლს და ნგრევას რა ვუყოთ?

1674653625
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი Pia.ge

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ში მიიჩნევენ, უკრაინის უსაფრთხოებას სამომავალოდ არა შეთანხმებები, არამედ ძლიერი არმია უზრუნველყოფს, ხოლო ყირიმის დაბრუნების საკითხი შეიძლება გადაიდოს.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ის არ მიიჩნევს, რომ მსგავსმა განცხადებებმა საქართველოს პარტნიორების მიმართ ნიჰილიზმი გააჩინოს.

„ძალიან დამაფიქრა აშშ-ს მთავრობის განცხადებამ. ეს რომ მაპატიეთ რიგითი ამერიკელი იყოს კიდევ ხო, მაგრამ როცა სახელმწიფო მდივანი საუბრობს, რომ უკრაინისთვის მთავარი NATO-ს წევრობა კი არა ძლიერი არმიაა, ხოლო ყირიმის საკითხი კი შეიძლება გადაიდოს. ჩნდება მარტივი კითხვა თუ ეს ომის დამთავრების ერთ-ერთი შესაძლო სცენარია, მაშინ ამდენ მსხვერპლს და ნგრევას რა ვუყოთ ? რატომღაც მგონია, რომ ასეთი განცხადებები ჩვენი პარტნიორების მიმართ ნიჰილიზმს აჩენს,“ - წერს ნიკოლეიშვილი ფეისბუკზე.