Digest Logo

გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირს ახალი ბრალდება წარუდგინეს

1686383456
სროლა ვერაზესროლა ვერაზე

საქართველოს პროკურატურამ დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 მაისს, საღამოს საათებში, თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდნენ გ. მ. და კერძო პირის დაცვის თანამშრომელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ.

„გოგებაშვილის ქუჩის გადამკვეთი, ბაშალეიშვილის ქუჩიდან მოულოდნელად გ.მ.-ს მიუახლოვდა ს.გ. და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ფეხების მიმართულებით. მიღებული დაზიანებების შედეგად, გ.მ. ძირს დაეცა.ს.გ. მიუახლოვდა ძირს დაცემულ გ.მ.-ს და კვლავ განახორციელა გასროლა მისი ფეხების მიმართულებით. ს.გ.-მ გ.მ.-ს ყველა დაზიანება ქვედა კიდურების არეში მიაყენა, რის შემდგომ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.

მიუხედავად იმისა, რომ ს.გ.-მ შეწყვიტა სროლა გ.მ.-ს მიმართულებით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა კ.კ.-მ, თან ნაქონი „გლოკ 17“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით, რამდენჯერმე გაისროლა ს.გ.-ს მიმართულებით.

მიყენებული ჭრილობების შედეგად ს.გ. ადგილზე გარდაიცვალა.

კ.კ.-ს ბრალდება დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობისათვის წარედგინა.

საქართველოს პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 ბორის ჯონსონი სადეპუტატო მანდატს ტოვებს

🔵 „ჩემი პატარა ქალიშვილი, მატილდე უნდა ვავარჯიშო, რომელთან ერთადაც არასდროს ვყოფილვარ“ - ჟურნალისტი ნინა მამუკაძე სპალეტის „ნაპოლიდან“ წასვლას ეხმაურება

🔵 ძალიან დიდი რამე ხდება - ხვიჩა შეიძლება ზიდანმა გაწვრთნას