
აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს მოქალაქის, 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან შვიდი წელი შესრულდა.
ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი ზუგდიდში მცხოვრები ოთხოზორია აფხაზმა ე.წ. მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი ოღლიმ, ხურჩაში, გამყოფ ხაზთან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 2016 წლის 19 მაისს მოკლა და მიიმალა.
რაშიდ კანჯი ოღლიმ გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მკვლელობის ფაქტს შეესწრნენ თვითმხილველები და დაფიქსირებულია მიმდებარე მაღაზიის კამერიდან. ქართულმა მართლმსაჯულებამ მას დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სისხლის სამართლის საქმე აღძრა ოკუპირებული აფხაზეთის პროკურატურამაც, თუმცა კანჯი ოღლი არ დაუკავებიათ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„ზღვა დააშრო“ - ნეკა დოროყაშვილი მალდივებიდან თამამ ფოტოებს აქვეყნებს