Digest Logo

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში ახალგაზრდა კაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

1638086376
სასწრაფო დახმარება

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე, ახლგაზრდა კაცს დენმა დაარტყა და დაიღუპა. ინფორმაციას Mega TV ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ე.წ. გარადოკში, ბინის მიშენების დროს შენობიდან მამაკაცი გადმოვარდა.

თვითმხილველების თქმით, ის მაღალი ძაბვის ელექტროგაყვანილობას მიედო და ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარის სხვა დეტალები ამჟამად ცნობილი არ არის.