Digest Logo

გამოტოვებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველ შეხვედრას?

1700483713
ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელია, სავარაუდოდ, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების პირველ შეხვედრას გამოტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია ვიკიპედიაში გამოქვეყნდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ 19 ნოემბერს, ესპანეთის წინააღმდეგ ყვითელი ბარათი მიიღო, რაც ევრო 2024-ში მისი მესამე ყვითელი ბარათი გამოდგა და ეს, შემდეგი მატჩის გამოტოვებას ნიშნავს. უეფას რეგლამენტის თანახმად, საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული დისკვალიფიკაცია პლეი-ოფის რაუნდზეც გადადის.

ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები ესპანეთთან შეხვედრაში ანგარიშით 3:1 დამარცხდა. საქართველოს ნაკრებიდან, გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

საქართველოს ნაკრები 2024 წლის მარტში ორ დაპირისპირებას გამართავს და ორივეში გამარჯვების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ნაკრების მეტოქეები დღეს გაირკვევა. 

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 უძველესი თილისმები, რომლებიც ბავშვის ოთახში უნდა დავდოთ - ფენშუის სპეციალისტი გვირჩევს

🔵🎥 „ოჯახი ნიშნავს ყველაფერს, 7 შვილიშვილის ბებიის მეუღლე ვარ“ - ქართველი იუმორისტის ამერიკული ცხოვრება

🔵„23 რიცხვამდე დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია და ეს დრო მაქსიმალურად გამოიყენეთ“ - მიხეილ ცაგარელი