
ფოთში, ავტოსაგზაო შემთხვევას 11 წლის ბიჭი ემსხვერპლა. თვითმხილველების თქმით, მოზარდს მანქანა მაშინ დაეჯახა, როდესაც გზაზე ველოსიპედით გადაადგილდებოდა.
ფოთის ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით:
„11 წლის მოზარდი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმებით იქნა კლინიკაში მოთავსებული, მას ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„როცა მართვის მოწმობას უცოდინარი იღებს და გზაზე მშვიდად უშვებ პოტენციურ მკვლელს - მაშინ ბოლო ზარი მართლაც ბოლოა“ - დავით მესხიშვილი
🔵„არ ღირს დასკვნების გაკეთება სუბიექტური შეგრძნებების გავლენით, უმჯობესია ობიექტურად შეაფასოთ მიმდინარე მოვლენები“ - ცაგარელი
წყარო: ipress.ge