
ბაღდათში ავარიას ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა, მეორე მგზავრი კი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ვარციხეში მოხდა.
ინფორმაციას გამოცემა „გურია ნიუსთან“ ადასტურებს მერის წარმომადგენელი - ვანო კაპატაძე. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ბათუმიდან იყო.