Digest Logo

დღეს სვეტიცხოვლობაა

1634157501
სვეტიცხოველი

დღეს, 14 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.

საპატრიარქოს ინფორმაციით, დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.

„უფასო ავტობუსები მცხეთის მიმართულებით გავა საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან დილის 8:00 საათიდან. წელს ტრანსპორტით გადაადგილებისთვის საშვები საჭირო არ იქნება.

ყველას ვთხოვთ, იქონიონ პირბადე და დაიცვან დისტანცია“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სვეტიცხოვლობა, ანუ კრება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა უძველესი დღესასწაულია.

ცნობები ამ დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ IV საუკუნიდან მოიპოვება.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერსა და 13 ივლისს აღინიშნება.