
ფილოლოგიის დოქტორი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების საკითხებში კონსულტანტი გია მურღულია საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ბოროტი კაცი შეიძლება არ გიყვარდეს, მაგრამ უნდა გიყვარდეს ღმერთი მასში.
ის ყოველ ჩვენგანშია - ბუნებისა და ქცევის განურჩევლად.
არ შეიძლება, დაიბადო და დამბადებლის არაფერი გეცხოს.
თუ გწამს, რომ სამყარო ღმერთმა შექმნა, ზემო ნათქვამი მართალია, რადგან უზენაესი განწონის ყველასა და ყველაფერს, ვინც თუ რაც მისი შექმნილია.
ახლა ისევ წაიკითხე პირველი ფრაზა“,- წერს მურღულია.
ასევე დაგაინტერესებთ: