
გადაცემა „სთორის“ სტუმარი მომღერალი - მერაბ სეფაშვილი გახლდათ. მან მშობლებზე ისაუბრა და ის ტრაგიკული დღე გაიხსენა, როდესაც ბათუმში იყო და მამა გარდაეცვალა.
„დედას დიდი ვოკალური მონაცემები ჰქონდა. მისი ნიჭიც გამომყვა. ფიზიოლოგიურად სუსტი ყელი ჰქონდა. ადრე დაამთავრა მოღვაწეობა. შიში ჰქონდა, კომპლექსი, რამე არ დამართოდა კონცერტზე. იოგები მალე ეღლებოდა.
რაც შეეხება მამას, ბათუმში რომ ვიყავი მაშინ გარდაიცვალა. დილით წამოვედი და 10-15 წუთის გარდაცვლილი დამხვდა. ახლა ყველაფერი მახსენდება, რასაც მეუბნებოდა, რასაც მარიგებდა. მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. ყველაფერს იუმორით გეუბნებოდა და მეც ვუგებდი“, - ამბობს მომღერალი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔘„გთხოვთ, შეწყვიტოთ ოჯახის წევრების შეურაცხყოფა! საქართველოს ადგილი ევროპაშია...“ - ქეთი ხატიაშვილი
🔘„კვირაში ერთხელ, საათ-ნახევრით არიგებს ხოლმე ყველაფერზე მოჩხუბარ ქართველებს“ - გია მურღულია