Digest Logo

ავარია ქობულეთში - დაიღუპა 2 ადამიანი და დაშავდა 6

1640801522
პოლიციის ლენტი

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი ბავშვია. 

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახა. ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთაგან ოთხი მოზარდია. დაშავებული მოზარდები ბათუმის იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, 2 პირი კი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.