
უკრაინაში დაღუპული - ჯამბულათ ხოფერიას მამა - არჩილ ხოფერია უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად წავიდა.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ღმერთმა ყველაზე დიდ ჯოჯოხეთთან საბრძოლველად მიავლინა.
„შემდეგი კომენტარი ალბათ იმ ვიწრო ზოლიდან იქნება, სადაც ახლა თვით ღმერთმა მიმავლინა ყველაზე დიდ ჯოჯოხეთთან საბრძოლველად...“ - წერს ხოფერია.