
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები ბახტრიონზე ერთ-ერთი კორპუსიდან მრავალშვილიანი ოჯახის გამოსახლებას ცდილობს, თუმცა ამის უფლებას მეზობლები არ აძლევენ.
ოჯახის ახლობლები ამტკიცებენ, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ოჯახის გამოყვანა ფიზიკური ძალადობით სცადა. ამ წუთებში კერძო მევახშესა და მრავალშვილიან ოჯახს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს.
„მშვიდობიანად შევიკრიბეთ ამ ოჯახის მეგობრები, არანაირ პროტესტს ადგილი არ ჰქონია, ჩვენ უბრალოდ ვიდექით საცხოვრებელი სახლის წინ. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კი დაიწყო დარბევა, იტაცებდნენ ადამიანებს და კიბიდან კიბეზე ისროდნენ, არიან ფიზიკურად დაშავებული ადამიანებიც“ - ამბობს ოჯახის ახლობელი „მთავარ არხთან“ საუბრისას.
🔵 ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„სახლიდან ამას ვერ გავუძლებდი...“ - რას ჰყვება ბაბი კირკიტაძის დედა