Digest Logo

22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის აქამდე უცნობი დეტალები - რას ჰყვება მოწმე

1643382100
ნიკო კვარაცხელია

თბილისის საქალაქო სასამართლოში  ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე სამი მოწმე დაიკითხა, მათ შორის, იყო იმ ავტომობილის მფლობელი, რომლითაც ბრალდებულები მკვლელობის ადგილას მივიდნენ. დღეს დაკავებულებს პოზიცია არ დაუფიქსირებიათ.

„წარმოდგენილი იყო ბრალდების მხარის სამი მოწმე, რომელთაც დაადასტურეს, როგორ მიაქირავეს მათ ავტომობილი ბრალდებულებს. ასევე, მოხდა დემონსტრირება, რა მარშრუტით და მიმართულებით გადაადგილდებოდნენ ნაქირავები ავტომობილით ბრალდებულები. ავტომობილში მობილიზებული იყო საკვები, კონტეინერები, ტანსაცმელი და სხვადასხვა ფორმის ქუდები“, - განაცხადა საქმის პროკურორმა გიორგი შაიშმელაშვილმა.

თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე არიან დაკავებულები. მათ ბრალი ედებათ ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალით მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„დღეს ძალიან მძიმე ეთერი მექნება... გადაცემა ეხება გიორგი სანაიას საქმეს“ - ვახო სანაია

🔵VIDEO: „ჩემს თავში ვარ დარწმუნებული... დედამიწის ზურგზე ნებისმიერს გავუწევ კონკურენციას“ - სალომე ჭაჭუა

🔵VIDEO: სოსო პავლიაშვილის ახალ კლიპში ბუბა კიკაბიძეც გამოჩნდა

🔵„ბოლოს გავნარკომანდებით ყველანი“ - ვახო სანაია გიორგი ფხაკაძეს მიმართავს

🔵„მართლა მეგონა, რომ მოზარდს შეხედავდა და ჟესტების ენით ეტყოდა ბოდიშს... არ მგონია, გამოძიებას ამოცნობის პრობლემა ჰქონდეს“ - ავთო დვალიშვილი

🔵„ეს რა შეიტყო ჩემმა საოხრემ, ეს რა იხილა ჩემმა თვალებმაო“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

წყარო: rustavi2.ge