
„2022 წელს საქართველოში 52 აივ ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2022 წლის 15 მაისის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 9 349 აივ ინფიცირებული პირი, 6 982 – კაცი, 2 367 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. 1 989 - გარდაიცვალა.
„15 მაისის მონაცემებით აივ მკურნალობას იტარებს 5785 პაციენტი, მათ შორის 43 – ბავშვია.
სულ რეგისტრირებული შემთხვევების განაწილება გადაცემის გზების მიხედვით:
◾ 34.4% - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია
◾ 50.7% - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად
◾ 12.7 % - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან
◾ 1.2% - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით
◾ 0.4 % - სისხლის რეციპიენტია
◾ 0.6 % - გადაცემის გზა დაუდგენელია
აივ ინფიცირების შემთხვევის რეგიონული განაწილება:
◾ თბილისში (3515 შემთხვევა, მათგან 91 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი)
◾ სამეგრელოში 1235
◾ იმერეთში 1119
◾ აჭარაში 1079
◾ აფხაზეთში (541)
◾ კახეთში (465)
◾ ქვემო ქართლში (549)
◾ შიდა ქართლში (357)
◾ გურიაში (200)
◾ სამცხე-ჯავახეთში (131) და ა.შ.
2022 წლის 15 მაისის მონაცემებით გამოვლენილია – 187 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში რეგისტრირებული იყო – 191 ახალი შემთხვევა.
გამოვლენილ ახალ შემთხვევა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:
სულ საქართველოში გამოვლენილია 123 აივ ინფიცირებული ბავშვი, მათ შორის: 72 – ვაჟი, 51 – გოგონა. 32 გარდაიცვალა. სამმა დატოვა ქვეყანა. 2022 წელს (15.05-ის მონაცემებით) გამოვლინდა 2 შემთხვევა.
ბავშვთა შორის შემთხვევების განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით ასეთია:
◾ ვერტიკალური (დედისგან) გადაცემით დაინფიცირდა 115 ბავშვი (მათგან 1 – ძუძუთი კვებით)
◾ სისხლის რეციპიენტია – 5
◾ დაუდგენელია – 3 შემთხვევა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ბევრი მეკითხება და აქ დავწერ“ - ცნობილია, როდის გამოცხადდება ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილება