
17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეა, რომელსაც ცივილიზებულ მსოფლიოში 2005 წლიდან აღნიშნავენ - მიზანი ძალადობის დაგმობა და LGBTQ+ ადამიანების უფლებებზე ცნობიერების ამაღლებაა.
2013 წლის 17 მაისს რუსთაველის გამზირზე ლგბტ+ თემის წევრებს და უფლებადამცველებს ათასობით ადამიანი დაუპირისპირდა. მათ შორის სასულიერო პირებიც. 2014 წლიდან კათოლიკოს პატრიარქის ინიციატივით 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოცხადდა.
ასე რომ საქართველოში 17 მაისს აღნიშნავენ, როგორც ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღეს ისე ოჯახის სიწმინდის დღეს.