
14 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომაზე განსახილველ საკითხებს არ ასაჯაროებს.
„მასმედიის დიდი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ სამშაბათს, 2023 წლის 14 თებერვალს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: