Digest Logo

ვაზისუბანში ძაღლის მოკვლის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

1686309203
ძაღლიძაღლი

ვაზისუბანში ძაღლის მოკვლის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას, ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში „ფეისბუკი“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ ვაზისუბანში, გამვლელმა ბავშვების თვალწინ ძაღლი მოკლა.

„ვაზისუბანში, დღისით მზისით, სკოლაში მიმავალი ბავშვების თვალწინ, მორბენალ კაცს უბრალოდ დაუყეფა ცუგამ, რომელიც გოგონას მოჰყვებოდა, ამან ამოიღო, ესროლა, მოკლა ძაღლი და გზა განაგრძო!!!

ასეთი ადამიანსაც არ დაინდობს!

რა გჭირთ ასეთი, რა ტრავმა მოგყვებათ ცხოვრებაში, რომ ამხელა სისასტიკეს სჩადიხართ!

საწყალი ცუგო შეეწირა.

საჩივარი შეტანილია... საკადრისად უნდა დაისაჯოს! მთელი უბანი მოვითხოვთ!“, - წერდა სოციალური ქსელის მომხმარებელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ემოციური კადრები უკრაინაში მებრძოლი ქართველის ოჯახიდან, როცა გაიგეს, რომ ზურაბ მუშუქია ცოცხალია

🎥 უსაყვარლესი ალისკა პიცას აცხობს - რა ვიდეოს აქვეყნებს სოფო ნიჟარაძე

🎥 „რა სიცოცხლე ხარ და ნეტარება“ - პატარა ანნა სულაბერიძე ამღერდა