Digest Logo

უკრაინაში ქართველი „კანონიერი ქურდი“ მამუკა აპაკია დააკავეს

1652278420
კანონიერი ქურდი

პოლიციამ ივანო-ფრანკოვსკის ოლქის ტერიტორიაზე კრიმინალური ავტორიტეტი მამუკა აპაკია დააკავა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის სტრატეგიული გამოძიების დეპარტამენტის პრესსამსახური წერს. 

პრესსამსახურის ინფორმაციით, კრიმინალების წარმომადგენლებისა და დივერსიულ და ოკუპანტებთან თანამშრომლობაში მონაწილე პირთა შემოწმების დროს, რომლებიც შესაძლოა, ჩართულნი იყვნენ დივერსიულ საქმიანობაში და დამპყრობლებთან თანამშრომლობაში, მიიღეს ინფორმაცია „კანონიერი ქურდის“ ადგილსამყოფლის შესახებ ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში.

ის 45 წლის ქართველი მამუკა აპაკიაა, რომელიც წარმოშობით აფხაზეთიდან არის. როგორც უკრაინული მედია წერს, მას კავშირები აქვს კრიმინალურ ავტორიტეტთან ტარიელ ონიანთან.

დაკავებული რუსეთის მოქალაქეა.