Digest Logo

თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები ისხდნენ

1652938656
ავარია

თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები ისხდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა, კლდეს დაეჯახა და შემდეგ მანქანა ამოტრიალდა. დაშავებულები ტრაპიზონის საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

ერთი მგზავრის მდგომარეობა მედიკოსების მიერ მძიმედ ფასდება. დაშავებულები აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ მოინახულა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქართველოს გენერალური საკონსულო ინფორმირებულია და უწყება მუდმივ კონტაქტზეა როგორც დაშავებულების ოჯახის წევრებთან, ასევე მათ მკურნალ ექიმებთან.

წყარო: imedinews.ge